2013 წლის 14 მაისს გაიმართა შიდა საუნივერსიტეტო კონფერენცია თემაზე “ეკონომიკა და ბიზნესი“, სადაც მონაწილეობას იღებდნენ უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის სხვადასხვა სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტები. მათ მიერ წარმოდგენილი კვლევები ეხებოდა ინოვაციების, სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის. კონფერენცია ჩატარდა ძალიან საინტერესო და სასიამოვნო გარემოში.
მიმდინარე წლის 8 მაისს „სტუდენტური დღეები 2013“ ის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წითელ დარბაზში ჩატარდა ქართული ხალხური ცეკვის შესარჩევი ტური. საკმაოდ მაღალ დონეზე წარმოდგენილი საკონცერტო ნომრების ფონზე ჟიურის გაუჭირდა გადაწყვეტილების მიღება და ფინალისტი სამეულის გამოვლენა. თუმცა, სამართლიანობის პრინციპით მაინც გამოვლინდა საუკეთესო სამეული და მათ შორის - სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტი, რომელიც, კონკურსზე წარსდგა ცეკვით „საქორწინო“.
11 მაისს, ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ფინალური ტური ჩატარდება კახეთში, ქ. თელავში.
გორში, 1 მაისს, მუნიციპალიტეტის ორგანიზებით კვერნაკზე, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოეწყო. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა.
2013 წლის 30 აპრილს თბილისში, აგრარული უნივერსიტეტის დარბაზში, "სტუდენტური დღეები 2013" - ის ფარგლებში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში “რა, სად, როდის?“, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 36 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. სტუდენტებს 40 კითხვისაგან შემდგარი 4 საკმაოდ რთული ტურის გადალახვა მოუხდათ, რის შემდეგდაც გამოვლინდა გამარჯვებული - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.